აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა 15 ივნისს განაცხადეს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდიან.
განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა „ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტასა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს.
კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება.
თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უახლოეს თვეებში კონტრშეტევითი ოპერაციების შემდგომი წარმატების უზრუნველსაყოფად“.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ აშშ და მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდებაზე და სთხოვა საკონტაქტო ჯგუფის წევრებს, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.