ევროკავშირის ქვეყნებმა 24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს.
Nexta-ს ცნობით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
მისივე თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის მომზადებას გააგრძელებენ.
საწვრთნელი მისია ევროკავშირმა მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.