აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
,დიპლომატიური სამსახურისა და სამთავრობო სტრუქტურების ლიდერებს ვესაუბრე იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხები იზიარებენ.
მადლიერნი ვართ ჩვენ მიმართ გამოჩენილი თბილი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენი კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას", - აღნიშნავს ბრაიან კემპი.