გერმანია უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცემს კიდევ 64 მართვად რაკეტას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, NATO-ს შეხვედრის მეორე დღეს ბრიუსელში განაცხადა.
„ეს არის „უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახლა, ომის ამ კონკრეტულ ფაზაში", - განაცხადა პისტორიუსმა.