„ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს

საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობები გამოაცხადებენ „ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდება „არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“, რომელიც არაგვში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს:

  1. “დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება”, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
  2. “მწვანე და ჯანსაღი”, რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება“ საქართველოში ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ევროპის გუნდის“ შესახებ

„ევროპის გუნდი“, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც COVID19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად.