პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბელორუსის ტერიტორიიდან გასროლა მოხდა, დაზიანებულია სამსახურებრივი მანქანა და უცნობია, რომელი იარაღი გამოიყენეს.
ინციდენტში მონაწილე რაზმის უფროსმა პოლონეთის სეიმში ისაუბრა.
მესაზღვრეების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არკადიუშ ტივონიუკმა განაცხადა, ტყვიამ მანქანის გვერდითი ფანჯარა გაიარა და გასასვლელში მეორე ფანჯარა გახვრიტა. ამ დროს მანქანაში ორი მესაზღვრე იმყოფებოდა, ამიტომ ეს მათ სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა.
მესაზღვრემ ასევე განაცხადა, რომ რომ პატრულს თითქმის ყოველდღე ქვებს ესვრიან.
2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელორუსიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 12000-ზე მეტი მცდელობა დაარეგისტრირეს. ეს ეხება მსოფლიოს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ბელორუსში და იქიდან ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში ფეხით მოხვედრას. ყველაზე ხშირად ისინი არიან ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენისა და სომალის მოქალაქეები.
2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ბელორუსმა ევროპელი მეზობლების საზღვრებზე მიგრაციის კრიზისი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხალხის შესვლას საზღვარზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ამას შურისძიებად თვლიდნენ ბელორუსის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეპრესიების კონტექსტში.
2021 წლის ზამთრის შემდეგ, ასეთი მცდელობების ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. გასულ წელს პოლონეთმა საზღვარზე ღობის მშენებლობა, ახლახან კი, სათვალთვალო აღჭურვილობით ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაასრულა.
პოლონეთმა 2021 წლის ოქტომბერშიც განაცხადა, რომ ბელორუსის მესაზღვრეებმა მის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, პოლონეთმა ბელორუსის საზღვარე მიგრანტების მომრავლების ფონზე, საგანგებო რეჟიმი შემოიღო.
ასევე გამოიძახა ბელორუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა, რომ საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრი ჩასნუსკი დაიბარეს საზღვარზე ბელორუსული მხარის „პროვოკაციების“ განსახილველად, მათ შორის გავრცელებული სროლების შესახებ. სამინისტროს დატოვებისას ჩასნუსკიმ უარყო, რომ საზღვარზე სროლა იყო.
„ბელორუსის პატრულმა ესროლა პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენთან ერთად პატრულირებენ საზღვარზე", - ციტირებდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი სასაზღვრო დაცვის სპიკერის ანა მიხალსკას სიტყვებს. მისივე თანახმად, სავარაუდოდ, გემოყენებული იყო ცარიელი ვაზნები, რადგან დაზიანება არავის მიუღია.