კანადა ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას გეგმავს

კანადის ხელისუფლება NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას აპირებს, განაცხადა ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯავშანტექნიკის განთავსება შემოდგომისთვის იგეგმება.

მე ვაცხადებ, რომ კანადა განათავსებს 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკს, ასევე დამხმარე პერსონალს და აღჭურვილობას ლატვიაში“, - აღნიშნა კანადის თავდაცვის მინისტრმა. 


კანადა ლატვიაში თავისი ყოფნის გაზრდის პროცესშია, სადაც მის შეიარაღებული ძალებს 800 წევრი ჰყავს.

ლატვიაში საბრძოლო ჯგუფი 11 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.