სომხური მედიასაშუალების, News.am-ის თანახმად, ხაგარის ხიდთან რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სომხეთმა ძლიერი უკმაყოფილება გამოთქვა. პროტესტის დასაფიქსირებლად ერევანმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.
ელჩს მოუწოდეს მიღებული იყოს ყველა საჭირო ზომა შემთხვევის გარემოებების გარკვევისა და სიტუაციის გამოსასწორებლად.
სომხური მედიის ცნობით, გუშინ, 15 ივნისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა ხაგარის ხიდის მიმართულებით გადაადგილება სცადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის დასადგმელად.
ამავე წყაროს ცნობით, სომხური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გადაადგილებისა და დროშის დადგმის მცდელობა აღიკვეთა.