დიდ დიღომში დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო

დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა.

გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს პარკში ნახეს.

დიდ დიღომში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოში ჩაერთო ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.