ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტროლი ბელორუსზე.
"ISW ადრე წერდა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელორუსში არის დიდი ხნის მცდელობის ნაწილი ბელორუსზე რუსეთის დე ფაქტო სამხედრო კონტროლის გასამაგრებლად და რუსული ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ მოხსენებაში.
ცნობისთვის, 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ტაქტიკური იარაღის პირველი ნაწილი ბელორუსში განალაგა. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე ბირთვულ იარაღს სრულად განალაგებენ ბელორუსში.