UNDP უკრაინის აღდგენისთვის ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

გაეროს განვითარების პროგრამა უკრაინის აღდგენისთვის ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.

გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორი, ახიმ შტაინერი 17 ივნისს კიევში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინის იმ საჭიროებებზე, რომლებიც სწრაფი აღდგენისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

საუბარი ასევე ეხებოდა იმ მცირე და მხარდაჭერის საკითხს იმ საშუალო ბიზნესის, რომლის წარმომადგენლებიც ომის პერიოდში იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ საქმიანობა და ახლა კვლავ სურთ ბიზნესის წამოწყება.

„UNDP ასევე ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას", - აღნიშნა შმიგალმა.

კიევის ეკონომიკური სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს, ქვეყნისთვის მიყენებულმა ზარალმა 144 მილიარდი დოლარი შეადგინა.