ვოლოდიმირ ზელენსკი: მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს ვუსურვებ, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ სიტყვა - მამა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მამების ვიდეომიმართვით მიულოცა.

„მამა… ეს სიტყვა ყოველდღე მილიონჯერ გაისმის, და ყოველთვის მასში დაცვა, სიძლიერე და უსაზღვრო სიყვარული ისმინება. მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა, ვუსურვო, რაც შეიძლება, ხშირად ესმოდეთ ეს სიტყვა „მამა!“ ჩვენს მამებს კი ჯანმრთელობა და დღეგრძელება მინდა ვუსურვო. ასევე მინდა, რომ თითოეული მამა, რომელიც დღეს მოწინავე ხაზზე იმყოფება, დაბრუნდეს სახლში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს:

„მადლობა თითოეულ უკრაინელ მამას, თითოეულ უკრაინულ ოჯახს ჩვენი მაგარი და მამაცი მებრძოლებისთვის, რომლებმაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და დღესაც იბრძვიან უკრაინის სიცოცხლისთვის!".