ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში Patriot-ის არცერთი სისტემა არ არის განადგურებული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში Patriot-ის არცერთი სისტემა არ არის განადგურებული.

„რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი Patriot-ები გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი Patriot-ი არ არის განადგურებული!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, კიევის მახლობლად Patriot-ის ტიპის ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა და შეძლებენ ნებისმიერი შენობის განადგურებას კიევის ცენტრში.