უკრაინელების ორი მესამედი მხარს უჭერს გამარჯვების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ დონეზე შეცვლას, მაშინ როცა გამოკითხულთა მხოლოდ 23%-ს სურს ახალი პრეზიდენტის ყოლა.
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევაზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (73%) მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლების განახლებას ამა თუ იმ დონეზე. რესპონდენტთა ყველაზე მცირე რაოდენობა (23%) სურს, რომ პრეზიდენტი შეიცვალოს არჩევნების შემდეგ“.
კერძოდ, უკრაინის დასავლეთ და სამხრეთ რესპონდენტთა 23%-ს, ცენტრში 21%-ს და აღმოსავლეთში 29%-ს, პრეზიდენტის შეცვლა სურს.