ათზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა ირანსა და უზბეკეთს შორის, რომლის პრეზიდენტიც ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფებოდა.
მირზიოევმა და რაისმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც ასევე მიუთითებს, რომ დოკუმენტები მიღებულია სამთავრობო, უწყებრივი და რეგიონული დონეზე.
შეთანხმებები ფოკუსირებულია შემდგომ თანამშრომლობაზე შეღავათიან ვაჭრობაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ხოლო მემორანდუმები მიღებულოა „ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ფარმაცევტული პროდუქტების, ტრანსპორტისა და ტრანზიტის შექმნის სფეროში“.
შეთანხმებებზე ხელმოწერას წინ უძღოდა მირზიოევსა და რაისს შორის გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები. საადაბადის კომპლექსში გამართული მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყო სავაჭრო, ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა.
პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაციის შესაძლებლობები", - ნათქვამია უზბეკეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
„სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიალოგი ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მეზობელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით მირზიოევმა მოლაპარაკებები გამართა ირანის უზენაეს ლიდერთ, აიათოლა ალი ხამენეისთან.