ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა.
ახალი კანონმდებლობოს ფარგლებში, ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდას დაეთანხმდება.
ახალი ზომებით, ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც სანქციების ფარგლებში დასახელდება, ვალდებული იქნება, ბრიტანეთში არსებული თავისი ქონების შესახებ განაცხადოს.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, გაყინული ქონება მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას, რაც ინდივიდუალური სანქციების მოხსნას არ გამოიწვევს.