BBC-ის თანახმად, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც პატარა წყალქვეშა სადგურთან კონტაქტი დაახლოებით საათსა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.
ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი, ნათქვამია მათი ოჯახის განცხადებაში.
კომპანია Ocean Gate Expeditions-მა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება დაადასტურა.
„ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ტიტანიკი აისბერგს1912 წლის 14 აპრილს, საუთჰემპტონიდან ნიო-იორკამდე მისი პირველი მოგზაურობის დროს შეეჯახა. იმ დღეს 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.