ბელორუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადაში რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელორუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს.

უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ.

 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელორუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“.

 

რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სასანქციო ზეწოლა მინსკზე და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უზრუნველყოს.