ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე „რეალურია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 ივნისს.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგდა ბელორუსში. ჯო ბაიდენმა რუსეთის რუსეთის ეს ქმედება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა.
„როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს, გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფს.