ოკეანის ბიომრავალფეროვნების შესახებ გაერომ ისტორიული შეთანხმება მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ისტორიული შეთანხმება, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ეროვნული იურისდიქციის მიღმა არსებული ტერიტორიებისა, რომლებიც ოკეანის ორ მესამედს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

გაეროს გენმდივანი შეთანხმების დამტკიცებას მიესალმა და მას მულტილატერალიზმის სიძლიერის დემონსტრირება უწოდა.

„ჩვენი პლანეტის საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებით, რომელიც სცილდება ეროვნულ საზღვრებს, თქვენ აჩვენებთ, რომ გლობალური საფრთხეები იმსახურებს გლობალურ მოქმედებას”, - განაცხადა გუტერეშმა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ საერთო სიკეთისთვის.


ეს ინოვაციური შეთანხმება საკანონმდებლო ბაზას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

შეთანხმება უზრუნველყოფს არსებით ჩარჩოს თანამშრომლობისთვის სახელმწიფოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა ოკეანისა და მისი რესურსების მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი.

ამ შეთანხმების ეფექტიანი და დროული განხორციელება 2030 წლის დღის წესრიგისთვის გადამწყვეტ წვლილს შეიტანს.


გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ძალაში შესვლა და მოუწოდა მათ, დაუყოვნებლად იმოქმედონ მის ხელმოწერასა და რატიფიცირებაზე რაც შეიძლება მალე.