ამერიკულმა კომპანია General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა - „კომერსანტი“

19 ივნისიდან ამერიკულმა კომპანია General Electric-მა რუსეთის თბოელექტროსადგურებში დამონტაჟებული საკუთარი გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა. ეს ნაბიჯი აშშ-ის გაფართოებული სანქციების ძალაში შესვლას მოჰყვა. ეს ზომა ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ვინმესთვის საინჟინრო მომსახურების გაწევას უკრძალავს.

ინფორმაციას Reuters-ი რუსულ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

GE-მ რუსეთში ტურბინის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა დახურა, პერსპექტივაში კი, შესაძლოა, მისი ტურბინებისათვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს.

რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაში GE-სის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე 5 გიგავატს, ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე კი, 8 გიგავატს შეადგენს. მომსახურების შეწყვეტა ყველაზე კრიტიკულია ისეთის ძლიერი მოდელებისთვის, რომლებიც სურგუტის, შატურისა და შუა ურალის ჰიდროელექტროსადგურებში აყენია.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის გაზის ტურბინების კომპონენტების მიწოდებას პირდაპირ კრძალავს.