ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ, „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის განზრახვას ხელი მოაწერა - Reuters

საფრანგეთმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ესტონეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს გეგმას, რომელიც ფრანგული „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად შესყიდვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, შესაბამის წერრილს ხელი მოეწერა პარიზში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებისას, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კონტინეტზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშესაწყობად, ევროპის ძალისხმევის კოორდინაციას ისახავს მიზნად.

Reuters-ის თანახმად, გერმანიამ გასული წლის ოქტომბერში გაანაწყენა საფრანგეთი, როდესაც გამოაცხადა გეგმის შესახებ NATO-ს 14 მოკავშირესთან ერთად შეესყიდა სისტემები, რათა დაეცვა მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიები სარაკეტო თავდასხმებისგან.

მას შემდეგ 17-მა ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, ბრიტანეთმა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, რომლებიც ტრადიციულად მიმართავენ შეერთებულ შტატებს სამხედრო აღჭურვილობის მისაღებად, შეთანხმება გააფორმეს.