რუსეთის ტამბოვის ოლქში, დენთის ქარხანაში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ტამბოვის დენთის ქარხანამ დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანის დაიღუპა. ქარხანაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზები დგინდება.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე „მოხდა აფეთქება, რასაც აალება მოჰყვა“.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ ეგოროვმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ლაპარაკი არ არის დივერსიაზე და აფეთქების მიზეზი იყო „ადამიანური ფაქტორი“.


ტამბოვის დენთის ქარხანა საბრძოლო მასალისა და სპეციალური ქიმიის მრეწველობაში  ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. იგი აწარმოებს პიროქსილინის დენთებს ყველა სახის იარაღისთვის, ყველა კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც არის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის შეიარაღებაში“.