ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დახმარების ახალ, „ძლიერ პაკეტს“ გადასცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი ძლიერი პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ.

„პრეზიდენტ ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამის ერთგულნი ვართ… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


ორივე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენცია მიმართული იყო კერძო სექტორის წახალისებაზე, გამოიყენონ თავისი რესურსები უკრაინის რეკონსტრუქციის დასაჩქარებლად.

უკრაინა ითხოვს 40 მილიარდ დოლარს, რათა დააფინანსოს „მწვანე მარშალის გეგმის“ პირველი ნაწილი თავისი ეკონომიკის აღსადგენად. უკრაინა, მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებე, რომ ომის პირველ წელს მიყენებული ზარალი 411 მილიარდი დოლარი იყო. მას შეუძლია, $1 ტრილიონს გადააჭარბოს.