ბუდანოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს. 

„სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

მისივე თანახმად, კახოვკის ჰესის კაშხალის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალურის მიმოსვლა გაანადგურეს.

ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი.

“თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.