სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა.
„მადლობელი ვარ სლოვაკეთის პარლამენტის, რომელმაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. დროული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის პატივისცემაში“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
14 ივნისს, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ლუქსემბურგმაც აღიარა და ის 26-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.
საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.