რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ აცხადებს.
სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.
აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები 11 ივნისს და 18 მაისსაც მოხდა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.