გერმანია რუსეთში ახალ ელჩს გზავნის

გერმანიის მთავრობამ მოსკოვში ახალი ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი დანიშნა. „დოიჩე ველეს“ თანახმად, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი გეზა ანდრეას ფონ გეირის შეცვლის, რომელიც რუსეთში გერმანიის ელჩის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, ელჩი მოვალეობის შესრულებას ამ ზაფხულს დაიწყებს.

ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ამჟამად ბუნდესტაგის წევრია, სადაც საპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მოადგილის პოსტზე მუშაობს.

გასულ წელს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ თანამდებობად იქცა, წერს „დოიჩე ველე“. 

მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთმა რამდენიმე გერმანელი დიპლომატი გააძევა, რის მიზეზადაც ბერლინის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაასახელა.

ინფორმაციისთვის, 56 წლის ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფს რამდენიმე თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო სამსახურში, მათ შორის მსახურობდა ვაშინგტონში პრესის დეპარტამენტში. 2003-2004 წლებში ლამბსდორფი რუსეთის საკითხებში ექსპერტად მსახურობდა.