ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარზე მეტ დამატებით დახმარებას უგზავნის, რომ ქვეყანას ენერგო ქსელისა და და ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. ამის შესახებ France24 წერს.
ახალი პაკეტი ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებს მოხმარდება.
„ჩვენ ვაპირებთ 520 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.