ამერიკულმა თავდაცვის კომპანია Raytheon-მა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების, AMRAAM-ის წარმოებაზე 1.1 აშშ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღო.
ამის შესახებ უკრაინული მედია პენტაგონის ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, კონტრაქტი AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, სათადარიგო ნაწილების წარმოებას, ასევე, წარმოების საინჟინრო და ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პენტაგონის ინფორმაციით, წარმოება, სავარაუდოდ, 2027 წლის 31 იანვრისთვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს არასაიდუმლო უცხოურ სამხედრო გაყიდვებს ბაჰრეინში, ბელგიაში, ბულგარეთში, კანადაში, ფინეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, კატარში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში.
AMRAAM-ის ტიპის რაკეტები არის ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველა ტიპის თანამედროვე მებრძოლებს შორის მთავარი საჰაერო იარაღი. რაკეტა ასევე გამოიყენება ნორვეგიულ-ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსში - NASAMS.