გერმანიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას დამატებით, 381 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოთხშაბათს, ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის აღდგენისთვის, რაც ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში გამოიხატება.
„გერმანია უკრაინას დამატებით, 381 მილიონ ევროს გადასცემს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2023 წელს“, - განაცხადა ბარბოკმა.
დღესვე გერმანიამ ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შედის 155 მმ-იანი მაღალი სიზუსტის მართვადი იტალიური საბრძოლო მასალა „ვულკანო", ორი MAN HX81-ის ტიპის სატანკო გადამზიდი და მათი მისაბმელი, 1000 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, 6 მანქანას სასაზღვრო პატრულისთვის. ბერლინი კიევს ასევე გაუგზავნის რაკეტებს Patroiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.