საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთი 2023 წლისთვის უკრაინას დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
„ეს მხარდაჭერა ძირითადად გამოყენებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის აღჭურვილობის გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომავალი ზამთრისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.
კოლონას თქმით, საფრანგეთი ამზადებს მრავალწლიან სამოქალაქო დახმარების პაკეტს უკრაინაში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
ლონდონი უკრაინის აღდგენის შესახებ ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. დღის განმავლობაში, უკრაინის პარტნიორებმა არარერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადეს.