ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება იყო. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმს და ხერსონის ოლქს.
მისივე თანახმად, არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ.
უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow გამოიყენეს. ამასთან, სალდოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ, „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხიდის აფეთქების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.