მეორე უმდიდრესმა ავსტრალიელმა, ენდრიუ ფორესტმა განაცხადა, რომ უკრაინის განვითარების ფონდში 500 მილიონი დოლარს გადარიცხავს. ფორესტმა ამის შესახებ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა.
„უკრაინა არის „შესანიშნავი გრძელვადიანი ინვესტიცია“, - განაცხადა ფორესტმა.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჰრიბანის თქმით, ფონდი ამჟამად იქმნება, რომლის მრჩეველია აქტივების მართვის გიგანტი - BlackRock და სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე იმოქმედებს.