ბელორუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - მედია

უკრაინული მედიასაშუალებების თანახმად, ბელორუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა მოხდა დაახლოებით, 13:30 საათზე ბარანოვიჩის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. კატასტროფის დეტალები ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული.
 
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა რუსი სამხედროების რაოდენობა ბელორუსში. მათი რიცხვი 1,5 ათასამდე გაიზარდა.
 
გასული წლის ბოლოს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსში რუსი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 10-11 ათასი იყო.
 
ბელორუსი აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება კიდეც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, შეჭრის პირველ დღეებში უკრაინაში რუსული ტექნიკა ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდა. ასევე, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მიიტანა იერიში.