რუსული ავიაკომპანია Red Wing-ი, საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს, განუცხადა „იზვესტიას“ კომპანიის წყარომ.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.
„ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარემ ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული საკითხი, რომ ფრენები არ არის დაწყებული“, - განაცხადა თანამოსაუბრემ რუსულ მედიასთან.
Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან.
მანამდე, „ეხო კავკაზა“ წერდა, რომ Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, მიუხედავად მიღებული ნებართვისა, ჯერ არ იწყებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ბილეთების სიძვირით უკმაყოფილონი არიან. ახლა რუსეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებს რუსული „აზიმუტი“ და Georgian Georgian Airways ახორციელებენ.