თუ ომი დასრულდა და მშვიდობა წელს უზრუნველყოფილი იქნება, 2024 წელს უკრაინაში არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს გლობალური საკითხია.
უკრაინიე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნები მშვიდობიან პირობებში უნდა ჩატარდეს: „ძალიან მინდა, რომ მომავალ წელს მშვიდობა დამყარდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.