ზელენსკიმ ბელორუსში უკრაინის ელჩი, იჰორ ქიზიმი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
იჰორ ქიზიმმა ეს თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა.
ბელორუსი აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება კიდეც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, შეჭრის პირველ დღეებში უკრაინაში რუსული ტექნიკა ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდა. ასევე, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მიიტანა იერიში.