საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.  ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების  შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.