საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება , - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
- ალიხან სმაილოვი: საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით
- ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება
მისივე თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.
„საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფორმატში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლე ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით რომ გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს", - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.