უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან და ბელორუსიდან წიგნების იმპორტსა და გავრცელებას კრძალავს.
Anadolu-ს თანახმად, ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა, რომ ის კანონპროექტს, რომელიც ასევე კრძალავს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბეჭდილი წიგნების კომერციულ იმპორტს, მართებულად მიიჩნევს.
უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ მისი ტექსტი გაეგზავნა ევროკავშირის ინსტიტუტებს დამატებითი შეფასებისთვის, არღვევს თუ არა კანონის გარკვეული დებულებები უმცირესობებისა და ენობრივ უფლებებს. კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა ერთი წლის წინ მიიღო. კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ კანონპროექტის მიღება „უკრაინის კულტურულ სივრცეს „რუსული სამყაროსგან“ დაიცავს.