Meta-მ განაცხადა, რომ კანადელი მომხმარებლებისთვის ახალი ამბების შეზღუდვას დაიწყებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სადავო კანონი მიიღო.
BBC-ის თანახმად, კანონპროექტი აიძულებს დიდ პლატფორმებს, მათ საიტებზე შინაარსის განთავსება ახალი ამბების გამომცემლებს აუნაზღაუროს.
Meta-მ და Google-მა ზოგიერთი კანადელისთვის სიახლეებზე წვდომის შეზღუდვა უკვე დატესტეს.
კანონპორექტი სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა. Meta-მ კანონმდებლობას გაუმართავი უწოდა.