მოსკოვის მერმა ორშაბათი უქმე დღედ გამოაცხადა

მოსკოვის მერმა ორშაბათი უქმე დღედ გამოაცხადა.

მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა შეზღუდონ გადაადგილება ქალაქში, რადგან დედაქალაქი ემზადება ვაგნერის აჯანყების შესაძლო შედეგებისთვის.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა "კონტრტერორისტული ოპერაცია" ქალაქ მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და ვორონეჟის რეგიონში სამხრეთით.

ეს რუსეთის ხელისუფლებას უამრავ სპეციალურ უფლებამოსილებას აძლევს, მათ შორის: ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა; 
კომუნიკაციის მონიტორინგი ან შეზღუდვა; ადამიანებისა და მანქანების ჩხრეკის უფლება
საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია.