უკრაინის ძალებმა დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომლებსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრასნოგოროვკას მახლობლად დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომელსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ.

უკრაინული მედიის თანახმად, ინფორმაციით, ეს არის ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორია, ქალაქ დონეცკის მახლობლად.

ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კრასნოხორივკის მახლობლად მდებარე ტერიტორიები, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული.

ამის შესახებ ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური, გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი Telegram-ზე იტყობინება.

„ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კრასნოხორივკის მახლობლად მდებარე ტერიტორიები, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული. ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ტარნავსკიმ.

ამავდროულად, ტავრიის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, ვალერი შერშენმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა რუსები ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ გააძევეს, მაგრამ ინფორმაცია ტაქტიკური მიზეზების გამო არ გავრცელდა.

ივნისის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი ბლაჰოდატნე გაათავისუფლეს.