მედიასაშუალებები რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოზე დაყრდნობით წერენ, რომ მოსკოვისა და ტულას ოლქებში მთავარ ჩქაროსნულ მაგისტრალ M-4 “დონზე“ მოძრაობის შეზღუდვები კვლავ ძალაშია.
„მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ტულასა და მოსკოვის ოლქების M-4 „დონის“ (გზატკეცილის) გასწვრივ მოძრაობის შეზღუდვა ძალაში რჩება“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთში როსტოვსა და მოსკოვის დამაკავშირებელ „დონის“ მაგისტრალზე გადაადგილება 24 ივნისს შეიზღუდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დედაქალაქისკენ გადაადგილება დაიწყო. „დონის“ მაგისტრალზე ბლოკპოსტები მოეწყო.
- ISW: პრიგოჟინის ამბოხი ძირს უთხრის კრემლის უნარს, განაგრძოს ომი უკრაინაში
- ISW: ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინის აჯანყება, კრემლის პასუხი და ლუკაშენკოს შუამავლობა, კრემლის მიერ იყო დადგმული, აბსურდულია