უკრაინელები აღმოსავლეთში, თითოეულ მიმართულებაზე 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ, სამხრეთში - გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კერძოდ, სამხრეთში, შეტევის დაწყებიდან, გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია.

მალიარის თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ.

ამავდროულად, მალიარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

„გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა", - განაცხადა ჰანა მალიარმა.

რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.