უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლი გათავისუფლებულია. "მივდივართ წინ", - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს.
როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა. თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.