ბალტიის ქვეყნები NATO-ს წვრთნებს მასპინძლობენ

NATO-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში Ramstein Alloy-ის საჰაერო ძალების საერთაშორისო წვრთნები მიმდინარეობს.

წვრთნები ბალტიის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების ყოფნას გააძლიერებენ.

მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან სწრაფი რეაგირების ხერხებს, მათ შორის კავშირგაბმულობის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ძებნისთვის და გადარჩენისთვის, ხელში ჩაგდებისთვის საჭირო საბრძოლო მოქმედებებს, საჰაერო მხარდაჭერას და ჰაერში თვითმფრინავების დამატებით გამართვას დაამუშავებენ.

Ramstein Alloy-ი ბალტიის ზღვაში საწვრთნელი ფრენების გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლიდან რეგულარულად ტარდება.