საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა

საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა. ამის შესახებ იუწყება ქვეყნის თავდაცვის შესყიდვების სააგენტო, რომელიც ცდილობს, ახალი სარაკეტო ტექნოლოგია განავითაროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პლანერის პროტოტიპის გაშვების წინ, საფრანგეთმა გამოსცა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 2000-კილომეტრიან დერეფანს საჰაერო და საზღვაო მოძრაობისთვის.

ჰიპერბგერითი პლანერები შექმნილია ბირთვული ან ჩვეულებრივი ქობინების გადასატანად. ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომელთა ტრაექტორია ფიქსირდება გაშვებისას, ჰიპერბგერით პლანერებს მიმართულების შეცვლა დიდი სიჩქარით შეუძლიათ.