აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას კონტრშეტევით ოპერაციებს დაეხმარება და მის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.
პენტაგონის განცხადებით, ჯავშანტექნიკა, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალა კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთს მის აგრესიულ ომში წინააღმდეგობა გაუწიოს.
შეგახსენებთ, აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ოფიციალურად დღეს გამოცხადდა, თუმცა ამის შესახებ Reuters-ი 26 ივნისს წერდა.
ახალ პაკეტშია:
- დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის;
- Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები;
- დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის;
- განაღმვითი აღჭურვილობ;
- 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები;
- Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა;
- 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა;
- TOW-ი რაკეტები;
- Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები;
- HARM-ის რაკეტები, და სხვა აღჭურვილობა;
მთლიანობაში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.